“სამწუხაროდ, პრეზიდენტმა ეფექტურად არ გამოიყენა საკუთარი საქმიანობის პერიოდში ამნისტიის მექანიზმი და შეწყალებული პატიმრების რაოდენობა ძალიან დაბალია” – სახალხო დამცველი

“სამწუხაროდ, პრეზიდენტმა ეფექტურად არ გამოიყენა საკუთარი საქმიანობის პერიოდში ამნისტიის მექანიზმი და შეწყალებული პატიმრების რაოდენობა ძალიან დაბალია”, – ამის შესახებ ლევან იოსელიანმა „ინტერპრესნიუსთან“  ისაუბრა.

როგორც სახალხო დამცველმა აღნიშნა, ძალიან სამწუხაროა, რომ საქართველო პატიმრების რაოდენობით, ევროპის მასშტაბით, ისევ მეორე ადგილზეა.

“პატიმრების რაოდენობის შესამცირებლად აუცილებლად გადასადგმელია რიგი ნაბიჯები, რათა საქართველომ ამ სტატისტიკაში ქვემოთ დაიწიოს. ვფიქრობ, ამ რაოდენობის ადამიანების პატიმრობაში ყოფნის აუცილებლობა არ არის.

ამას ბევრი მიზეზი აქვს, ერთ-ერთი მიზეზი ისაა რომ ე.წ. პირობით ვადამდე გათავისუფლების მექანიზმი ეფექტურად არ მუშაობს. ძალიან ბევრი მსჯავრდებული იღებს გათავისუფლებაზე უარს, მათ შორის, ისეთ უარს, სადაც მიზეზი დასაბუთებული არ არის. დიდი ხანია ველოდებით ელექტრონული სამაჯურების სისტემის ეფექტურად ამუშავებას, რომელიც მნიშვნელოვნად განტვირთავს პენიტენციურ დაწესებულებას და ადამიანებს საშუალებას მისცემს, პატიმრობის პერიოდი ოჯახში გაატარონ და მსჯავრი გარეთ მოიხადონ. ასევე, ეფექტურად არ არის ამუშავებული აღკვეთის ღონისძიების დროს არასაპატიმრო ღონისძიებების გამოყენება, ეს იქნება გირაო, შინაპატიმრობა, თუ სხვა, რაც ასევე პატიმრების რაოდენობას განტვირთავდა”, – აღნიშნა სახალხო დამცველმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები