“მიიღო არაგუნდური და წარმოუდგენელი გადაწყვეტილება, რომ 19 ადამიანი დატოვა დამსახურების აღიარების გარეშე” – მიქანაძე პრეზიდენტზე
“მიიღო აბსოლუტურად არაგუნდური და წარმოუდგენელი გადაწყვეტილება, რომ 19 ადამიანი დატოვა დამსახურების აღიარების გარეშე”, – ასე შეაფასა განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ, გივი მიქანაძემ პრეზიდენტ ზურაბიშვილის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც ღირსების ორდენზე პრემიერმინისტრის მიერ წარდგენილი თავდაპირველი სია არასრული შემადგენლობით გამოქვეყნდა.
“სწორი პოზიციაა ფეხბურთის ფედერაციის მხრიდან, რომ თითოეული ადამიანის დამსახურება ბოლომდე იქნეს სათანადოდ აღიარებული და სწორი გადაწყვეტილებაა, რომ მთელი ეს შემადგენლობა უნდა წარდგეს დაჯილდოებაზე, რომელიც ქართველი ერის ისტორიაში მართლაც განსაკუთრებულ კომპონენტს წარმოადგენს”, – განაცხადა მიქანაძე.
ცნობისთვის, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ განცხადება გამოაქვეყნე, რომელშიც ნათქვამია, რომ მიუღებელია გუნდის წევრების დაყოფა და მათი დამსახურების არათანაბარ პირობებში ჩაყენება.