თამარ გაბუნიამ „ევროპის უნივერსიტეტში“, მეანობა-გინეკოლოგიის დეპარტამენტის პირველ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

„ევროპის უნივერსიტეტში“ მეანობა-გინეკოლოგიის დეპარტამენტის პირველი კონფერენცია – „მტკიცებულებიდან პრაქტიკამდე“ გაიმართა. ღონისძიება ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ გახსნა.

თამარ გაბუნიამ კონფერენციის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ მსგავსი ტიპის ღონისძიებებს, ექიმების უნარ-ჩვევების გაძლიერებაში, მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს. თამარ გაბუნიას თქმით, მეანობა-გინეკოლოგია, დემოგრაფიული სიტუაციისთვის, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი მიმართულებაა და მისი განვითარება სახელმწიფო პრიორიტეტს წარმოადგენს.

კონფერენციაში, სხვადასხვა რეგიონის, 200-მდე ექიმმა მიიღო მონაწილეობა. საპატიო თავმჯდომარე იყო მეან-გინეკოლოგი არჩილ ხომასურიძე.

ღონისძიებაზე, დარგის წარმომადგენლებმა და პროფესორებმა, კონკრეტული შემთხვევების შესახებ ისაუბრეს.

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები