გურამ მაჭარაშვილი – ნიკა გვარამიაზე: როცა შვილების მშობლიური ენა ქართულის ნაცვლად ინგლისურია, ოჯახში სალაპარაკო ენაც ქართულის ნაცვლად ინგლისურია, თუმცა, გინდა დაგიჯერონ, რომ საქართველოს დამოუკიდებლობისთვის იბრძვი!

“ხალხის ძალის“ წევრი, გურამ მაჭარაშვილი პარტია „ახალის“ ერთ-ერთი დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას განცხადებას ეხმიანება იმის შესახებ, რომ მისი შვილების მშობლიური ენა ინგლისურია და ოჯახშიც ინგლისურად საუბრობენ.

„როცა შვილების მშობლიური ენა ქართულის ნაცვლად ინგლისურია, ოჯახში სალაპარაკო ენაც ქართულის ნაცვლად ინგლისურია, დედა ენა ქართული კი არა ინგლისურია, ანუ ქართული ძველია და ინგლისური ახალია, თუმცა გინდა დაგიჯერონ, რომ საქართველოს დამოუკიდებლობისთვის იბრძვი!“ – წერს გურამ მაჭარაშვილი სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები