დავით მათიკაშვილი – ბულინგის კამპანიაზე: ხომ ფაქტია და ცხადია, ეს არის წინასწარ დაგეგმილი, გათვლილი, თან ანაზღაურებადი
ბულინგისა და შეურაცხყოფის ფაქტები წახალისებულია ოპოზიციური მედიის მიერ,- ამის შესახებ უმრავლესობის წევრი დავით მათიკაშვილი აცხადებს.
მისივე თქმით, ნებისმიერი კამპანია, რომელიც ძალადობას ეხება, მიუღებელი და დასაგმობია, თუმცა ძალადობა შობს ძალადობას.
„ვითომ, აღშფოთებული მოქალაქე სადღაც დაინახავს დეპუტატს ან ხელისუფლების წარმომადგენელს. მასთან მიდის თავის „გულის წყრომას“ ეუბნება, თან ტელეფონით ამ ყველაფერს იღებს, მერე პირდაპირ ეთერში დებს – შემდეგ ისევ წრეზე ვტრიალებთ, რითაც სიძულვილი მეორდება.
სად გინახავთ აღშფოთებული მოქალაქე თან ტელეფონით იღებდეს – თავისი აღშფოთება შეუძლია ერთი ფრაზით თქვას და დამთავრდა! ხომ ფაქტია და ცხადია, ეს არის წინასწარ დაგეგმილი, გათვლილი, თან ანაზღაურებადი. როგორც ჩანს, ამაში ფულს იხდიან. ამის მტკიცებულება მე არ მინახავს, კონკრეტულად ვინმეს ვინმესთვის ფული გადაეხადოს, მაგრამ ამის შესახებ ინფორმაცია ვრცელდება“, – განაცხადა მათიკაშვილმა.