ადვოკატი: თბილისში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე დაკავებულ 62 წლის მამაკაცს ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა აქვს

თბილისში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე დაკავებულ 62 წლის მამაკაცს ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა აქვს.

როგორც დაკავებულის უფლებადამცველი აცხადებს, მამაკაცს ბრალს ოფიციალურად სავარაუდოდ, ხვალ წაუყენებენ.

„ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა აქვს, ეს პერსონალური ინფორმაციაა. სამედიცინო ჩარევა იზოლატორში არ დაჭირვებია, მაგრამ მას დაზიანებებიც აქვს. ბრალის წარდგენის შემდეგ შევათანხმებ პოზიციას“, – განაცხადა ადვოკატმა.

ცნობისთვის, თბილისში, ჩუღურეთის რაიონში წუხელ, 12 ივნისს 50 წლამდე მამაკაცი ცივი იარაღით მოკლეს. სამართალდამცავებმა 62 წლის პირი ცხელ კვალზე დააკავეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები