გია ვოლსკი: ოპოზიციონერი ქალი დეპუტატების კამპანიის დაფინანსება NDI-ს ავტორიტეტს ჩრდილს აყენებს
NDI ყოველთვის კომპეტენტური და ავტორიტეტული იყო, მაგრამ მის ავტორიტეტს ასეთი დაფინანსების სახე ჩრდილს აყენებს,- ამის შესახებ
პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი აცხადებს.
მისი თქმით, ოპოზიციონერი ქალი დეპუტატების კამპანია „პარლამენტარები ევროპული მომავლისთვის“, რომლის დაფინანსებასაც NDI უზრუნველყოფს, ორგანიზაციას ჩრდილს აყენებს.
„გარკვეული აქტივობები როდესაც წინასაარჩევნო პროგრამით მიმდინარეობს და ამ აქტივობებს აფინანსებ, ეს იმას ნიშნავს, რომ პოლიტიკურ სიმპათიას გამოხატავ კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფის მიმართ, ვინც არ უნდა იყოს. NDI ყოველთვის კომპეტენტური და ავტორიტეტული იყო, მაგრამ მის ავტორიტეტს ასეთი დაფინანსების სახე ჩრდილს აყენებს და ეს არ უნდა ხდებოდეს. ეს არის ჩვეულებრივი წინასაარჩევნო კამპანია და ამის დაფინანსება მიმდინარეობს, რაც არასწორია“, – განაცხადა ვოლსკიმ.