დავით ქართველიშვილი: ევროპულმა საზოგადოებამ ფსევდოლიბერალურ ხელისუფლებებს, ამ ავანტიურისტებს და ფაქტობრივად, გლობალური ომის პარტიას, უარი უთხრა, შესაბამისად, სხვადასხვა ქვეყანაში, მემარჯვენე კონსერვატორული ძალები კოალიციას შექმნიან
„ვიოლა ფონ კრამონის საოცარ აღიარებასაც მოვესწარით, რომელმაც თქვა, რომ გერმანიის არჩევნებს პუტინთან არავითარი კავშირი არ ჰქონიაო და არჩევნების შედეგებში ფაქტობრივად გლობალური ომის პარტია დაადანაშაულა, ოღონდ, რაღაც ნამრავლებად დაყო – ამერიკამ, გერმანიის დაზვერვამ, ცენტრალურმა სადაზვერვო სამმართველომ ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ გერმანიის არჩევნები საშინლად ჩარეულიყვნენო.” – ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის” წევრმა, ანალიტიკოსმა დავით ქართველიშვილმა განაცხადა.