“როგორც ხედავთ, ოპოზიცია ერთობა, რეგისტრაციას არ გადის და დამალობანას თამაშობს სხდომათა დარბაზში” – შალვა პაპუაშვილი

“როგორც ხედავთ, ოპოზიცია ერთობა, რეგისტრაციას არ გადის და დამალობანას თამაშობს სხდომათა დარბაზში. აქ არიან და ვითომ არ არიან”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

“გთხოვთ რახან ხედავთ, რომ ასეთი ობსტრუქციაა, ამ საკითხზე ვიყოთ კონცენტრირებული. ერთი საათი მოუწიათ ლოდინი კოლეგებს იმიტომ, რომ უმრავლესობის რამდენიმე წევრმა პარლამენტში მოსვლა დააგვიანა. ამიტომ გთხოვთ, კენჭისყრების დროს, რეგისტრაციის დროს ყველა იყოთ დარბაზში”, – მიმართა პაპუაშვილმა ოპოზიციონერ დეპუტატებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები