გონიო-კვარიათის გზაზე მეწყერი ჩამოწვა

გონიო-კვარიათის გზაზე, პეტრე იბერის მე-5 ჩიხის მიმდებარე ტერიტორიაზე მეწყერი ჩამოწვა, რამაც რამდენიმე ეზოს დატბორვა გამოიწვია.
კოკისპირულმა წვიმამ მიწის მასების მოწყვიტა, რამაც მიმდებარე ტერიტორია დააზიანა. ბათუმის მერიის ინფორმაციით, ადგილზე რამდენიმე ჯგუფი და მძიმე ტექნიკა მუშაობდა. გონიო-კვარიათის გამგეობის წევრებისა და მერიის სხვადასხვა სტრუქტურების სწრაფი რეაგირებით პრობლემა დროულად იქნა მოგვარებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები