ონის მუნიციპალიტეტში კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ნიკოლოზ ცქიტიშვილი და რეგიონული განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ესტუმრნენ

რეგიონებში კალათბურთის ხელშეწყობისა და განვითარების მიზნით ონის მუნიციპალიტეტში კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ნიკოლოზ ცქიტიშვილი და რეგიონული განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ესტუმრნენ.

ეროვნული ფედერაციის წარმომადგენლებმა, რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის კალათბურთის ფედერაციას სხვადასხვა სახის საკალათბურთო ინვენტარი გადასცეს.

ვიზიტის ფარგლებში ამხანაგური შეხვედრა გაიმართა ონისა და ამბროლაურის გუნდებს შორის.

შეხვედრა 35 : 18 ანგარიშით დასრულდა ონელი ბავშვების სასარგებლოდ.

უნდა აღინიშნოს, რომ რეგიონალური კალათბურთის განვითარების დეპარტამენტი აღნიშნულ პროგრამას წლებია ფიბას ახალგაზრდობის განვითარების ფონდთან ახორციელებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები