როგორ შევარჩიოთ სარეცხის მანქანა

სარეცხის მანქანა ის ტექნოლოგიური გამოგონებაა, რომლის გარეშეც დღეს ცხოვრება წარმოუდგენელია. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ყველა ოჯახში ეს ერთ-ერთი ყველაზე საჭირო და პრიორიტეტული მოწყობილობაა, რომელშიც თანხის გადახდა ნამდვილად ღირს.

სარეცხის მანქანის შეძენა, რეალურად, არც ისე მარტივი საქმეა და გამომდინარე იქიდან, რომ მოწყობილობა მრავალი წლის განმავლობაში უნდა მოგემსახუროს.

როგორ შევარჩიოთ სარეცხის მანქანა სწორად და რას უნდა მივაქციოთ განსაკუთრებული ყურადღება, ამის შესახებ სტატიიდან შეიტყობ. 

რომელი სარეცხის მანქანა ჯობია? 

ბაზარზე სარეცხის მანქანის მწარმოებელი ბრენდების ძალიან დიდი არჩევანია:

  • Samsung
  • Midea
  • LG
  • BEKO
  • Bosch
  • Indesit და სხვა

რომელია შენთვის ყველაზე ავტორიტეტული და სანდო ბრენდი? მას შემდეგ რაც გადაწყვეტ, რომელი ბრენდის სარეცხის მანქანამ გინდა დაამშვენოს შენი სახლი, დაიწყე ფიქრი ტექნიკურ მახასიათებლებზე.

ინსტალაცია: ჩასაშენებელი და ცალკე მდგომი სარეცხის მანქანები 

ჩასაშენებელ და ცალკე მდგომ სარეცხის მანქანებს შორის, ინსტალაციის გარდა სხვა განსხვავება არ არსებობს.

თუ სახლში ჩასაშენებელი ავეჯი გაქვს, ლამაზი ინტერიერისთვის, აჯობებს, არჩევანი ჩასაშენებელ მოდელებზე შეაჩერო.

ცალკე მდგომი სარეცხის მანქანების უახლეს მოდელებს თანამედროვე და დახვეწილი იერსახე აქვს და შენი სახლის ინტერიერისთვის შესაფერის მოდელსაც უმარტივესად იპოვი.

ცალკე მდგომი სარეცხის მანქანები ჩატვირთვის ტიპის მიხედვით ორი სახით იწარმოება:

  1. ვერტიკალური ჩატვირთვა
  2. ფრონტალური ჩატვირთვა

ფრონტალური ჩატვირთვის მქონე თანამედროვე მოდელებს კარზე აქვს დამატებითი, მცირე ზომის კარი, რომელიც რეცხვისას სარეცხის ჩამატების შესაძლებლობას გაძლევს.

სარეცხი მანქანის ჩატვირთვის მოცულობა

რამდენი წევრისგან შედგება შენი ოჯახი?

  • დიდი ოჯახისთვის 9-10 კგ ტევადობის სარეცხის მანქანა იდეალურია.
  • თუ შენი ოჯახი 2-3 წევრისგან შედგება, 5-7 კილოგრამიანი სარეცხის მანქანა საკმარისი იქნება

იმ შემთხვევაში, თუ გსურს საბნების, პლედების და დიდი მოცულობის მქონე ნივთების რეცხვა, ამ შემთხვევაშიც, აჯობებს, დიდი  ტევადობის სარეცხის მანქანა შეარჩიო.

უპირატესობა მიანიჭე მოდელებს, რომლებსაც მინიჭებული აქვს ენერგოეფექტურობის (Energy Star) სერტიფიკატი, ეს მნიშვნელოვნად დაგიზოგავს კომუნალურ ხარჯებს.

შეარჩიე მოდელი, რომელსაც ექნება რეცხვის მრავალფეროვანი ფუნქციები, მაგალითად, დელიკატური ქსოვილების, მატყლის, სპორტული ტანსაცმლის, ჩვილის ტანსაცმლის რეცხვის ფუნქციები

თუ ნესტიან კლიმატურ პირობებში გიწევს ცხოვრება, აირჩიე სარეცხის მანქანა საშრობით.

გახსოვდეს, რომ სარეცხის მანქანის სწორი მონტაჟი უზრუნველყოფს რეცხვისას სტაბილურობას და უხმაურო მუშაობას.

სარეცხის მანქანის მოვლის წესების ზედმიწევნით დაცვით კი მოწყობილობა წლების განმავლობაში ერთგულად მოგემსახურება.

 

სტატიის ავტორი: ქეთი გოგიჩეიშვილი

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები