ლევან ნიკოლეიშვილი: კიდევ ერთი ქართველთ მოძულე და საქართველოში არეულობის მომხრე, კრიმინალ სააკაშვილის მხარდამჭერი ანა ფოტიგა ევროპარლამენტს მიღმა აღმოჩნდა და ვილნიუსში დაბრუნებისთვის ემზადება
„კიდევ ერთი ქართველთ მოძულე და საქართველოში არეულობის მომხრე, გიული ალასანიას ფულით გაზულუქებული ანა ფოტიგა ევროპარლამენტს მიღმა აღმოჩნდა“, – ამის შესახებ ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
ექსპერტი ანა ფოტიგას სამარცხვინო სუბიექტს უწოდებს, რომელსაც პირადი გამორჩენის მიზნით არა ერთი შეურაცხყოფა აქვს მიყენებული საქართველოსათვის.
„კიდევ ერთი ქართველთ მოძულე და საქართველოში არეულობის მომხრე, გიული ალასანიას ფულით გაზულუქებული ანა ფოტიგა ევროპარლამენტს მიღმა აღმოჩნდა. კრიმინალ სააკაშვილის მხარდამჭერი, შესაბამისად სტრასბურგის ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების დამაიგნორირებელი ვილნიუსში დაბრუნებისთვის ემზადება. აი, საქართველოს კი ფოტიგა თუნდაც ტურისტის რანგშიც კი არ უნდა გააკარო, სამარცხვინო სუბიექტი, რომელსაც პირადი გამორჩენის მიზნით არა ერთი შეურაცხყოფა აქვს მიყენებული საქართველოსათვის“, – წერს ლევან ნიკოლეიშვილი.