“ხედავენ, რომ მათი პროპაგანდა გამჭვირვალობის ქართულ კანონთან დაკავშირებით ვერ შედგა და ახლა ცდილობენ, მოძებნონ ახალი თემები”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ისაუბრა.
პაპუაშვილმა ოპოზიციას მოუწოდა, მოემზადოს არჩევნებისთვის.
“თუკი რაიმე აქვთ სათქმელი მოსახლეობისთვის, გარდა იმისა, რომ არიან მოღალატეები, უთხრან მათ”, – აღნიშნა პაპუაშვილმა.
ამასთან, პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, “26 ოქტომბერს იქნება ყველაზე იოლი არჩევნები, ვინაიდან ქართველ ხალხს ექნება არჩევანი – ერთ მხარეს „ქართული ოცნება“, რომელიც დგას ქართველი ხალხის ინტერესების სადარაჯოზე, რომელმაც უზრუნველყო, რომ ქვეყანა ვერავინ ჩაითრია ომში და ეკონომიკურ კოლაფსში, ხოლო მეორე მხარეს – კოლექტიური შადიმანები და სერგო ორჯონიკიძეები”.
ოპოზიციამ თავისი სახე უკვე აჩვენა. მათ მთლიანად გააშიშვლეს საკუთარი პოლიტიკური პოზიცია, რომ ისინი არიან უცხო ძალების დაკვეთის შემსრულებლები და ინტერესების გამტარებლები საქართველოში”, – განაცხადა პაპუაშვილმა.