სალომე ზურაბიშვილი დანიის პრემიერ-მინისტრზე თავდასხმას ეხმაურება: დავდგეთ ყველანაირი ძალადობის წინააღმდეგ

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დანიის პრემიერ-მინისტრ მეტე ფრედერიქსენზე თავდასხმას ეხმაურება.

„დავდგეთ ყველანაირი ძალადობის წინააღმდეგ“, – წერს ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.

ინფორმაციისთვის, დანიის პრემიერ-მინისტრს, მეტე ფრედერიქსენს კოპენჰაგენის ცენტრში თავს დაესხნენ. თავდამსხმელი მამაკაცი კოპენჰაგენის პოლიციამ დააკავა. პრემიერ-მინისტრის ოფისში განაცხადეს, რომ მეტე ფრედერიქსენი მომხდარით „შოკირებულია“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები