„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრი ელისო კილაძეს ცილისწამებაში ადანაშაულებს და მისგან საჯარო ბოდიშის მოხდას ითხოვს

„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრი გიორგი შუკვანი ელისო კილაძის ბრალდებას ეხმაურება, რომ თითქოს რადიკალური ოპოზიციის აქტივისტს ნიკო მანაგაძეს თავს დაესხა.

ამის შესახებ პოსტი ელისო კილაძემ სოციალურ ქსელში გუშინ გამოაქვეყნა. „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენელი ამბობს, რომ ოჯახის წევრის გარდაცვალების გამო თბილისში არ იმყოფებოდა და მოუწოდებს კილაძეს ცრუ ბრალდებისთვის, ბოდიში მოიხადოს.

„ერთაერთი, რაც ქალბატონმა ელისომ უნდა დაამტკიცოს ეს [თავდასხმა] და ვერაფრით დაამტკიცებს, ან ბოდიში უნდა მოიხადოს სახალხოდ. მსგავსი ცილისწამება არ შეიძლება. ჩემი პრობლემა მაქვს – 49 წლის დედა დავკრძალე, ორი კვირა არ არის ჯერ გასული და რაიონიდან გუშინ ჩამოვედი. სახლიდან საერთოდ არ გავსულვარ. ადამიანს რომ მსგავს ცილს დასწამებ, ელემენტარულად უნდა დაამტკიცო“ , – აღნიშნა შუკვანმა მედიასთან სატელეფონო საუბარში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები