ევროკომისიის წარმომადგენელი: უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დასაწყებად ყველა ნაბიჯი შეასრულეს

წევრ ქვეყნებს მივაწოდეთ განახლებული ინფორმაცია და მიგვაჩნია, რომ უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დასაწყებად ყველა ნაბიჯი შეასრულეს, – ამის შესახებ ევროკომისიის წარმომადგენელმა ანა პიზონერომ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი განმარტებით, უკრაინისთვის მოლაპარაკებების დაწყების პირობებს წარმოადგენდა ანტიკორუფციული რეფორმები, პოლიტიკური ლობირების შეზღუდვა, თანამდებობის პირებისთვის ქონების დეკლარირების წესები და ეროვნული უმცირესობების ენების დაცვა.

ამასთან, ანა პიზონეროს განცხადებით, ახლა გადაწყვეტილება წევრმა ქვეყნებმა უნდა მიიღონ.

„გადაწყვეტილება ახლა წევრი ქვეყნების ხელშია, მათ უნდა მიიღონ მოლაპარაკებების ჩარჩო“, – აღნიშნა ანა პიზონერომ.

ინფორმაციისთვის, უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა დაადასტურა, რომ ევროკომისიამ უკრაინასთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებას მხარი დაუჭირა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები