პარიზში ჯო ბაიდენისა და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა გაიმართა

საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში ამერიკის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენისა და უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა გაიმართა, ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

ბაიდენმა უკრაინელ კოლეგას ბოდიში მოუხადა სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის გადაცემის შეფერხებისთვის.

„ბოდიშს ვიხდი იმ კვირების გამო, როცა არ ვიცოდი, რა მოხდებოდა დაფინანსების კუთხით, რადგან კონსერვატიულმა წევრებმა პრობლემა შეგვიქმნეს კანონპროექტის მიღებისას, მაგრამ ჩვენ ეს შევძელით“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა.

ამასთან, ამერიკის პრეზიდენტმა უკრაინის დახმარების ახალი, 225 მილიონი დოლარის მოცულობის პაკეტი დააანონსა.

„თქვენ არ დანებებულხართ და აგრძელებთ ბრძოლას გზით, რომელიც გასაოცარია. არ ვაპირებთ თქვენს მიტოვებას“, – განაცხადა ბაიდენმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები