ემანუელ მაკრონი: საფრანგეთი უკრაინას Mirage 2000 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავებს გადასცემს

საფრანგეთი უკრაინას Mirage 2000 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავებს გადასცემს და ამ თვითმფრინავებისთვის უკრაინელ პილოტებსაც თავად მოამზადებს, – ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მაკრონის თქმით, უკრაინელი მფრინავების მოსამზადებლად წვრთნები საფრანგეთში ჩატარდება.

„ხვალ დავიწყებთ თანამშრომლობის ახალ პროგრამას და გამოვაცხადებთ Mirage 2000 5 სერიის – ფრანგული მოიერიშე თვითმფრინავების მიწოდებას, რომელიც უკრაინას საშუალებას მისცემს, დაიცვას თავისი სახმელეთო და საჰაერო სივრცე.

ხვალიდან ვიწყებთ პილოტების მომზადების პროგრამას და ამ თვითმფრინავებს წლის ბოლომდე გადავცემთ“, – აღნიშნა მაკრონმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები