უკრაინის დაზვერვის ცნობით, ყირიმში რუსული გემი გაანადგურეს

უკრაინის სამხედრო დაზვერვის მე-9 დეპარტამენტის სპეციალურმა განყოფილებამ რუსული გემი გაანადგურა, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარ სადაზვერვო სამმართველოზე დაყრდნობით ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინის სამხედრო დაზვერვამ დროებით ოკუპირებული ყირიმის სანაპიროზე რუსულ ბუქსირს, „სატურნს“ დაარტყა.

„პანსკოეს ტბის წყლებში ჩატარებული ოპერაციის შედეგად რუსი დამპყრობლების კიდევ ერთი გემი განადგურდა“, – აღნიშნავენ უწყებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები