უკრაინელებმა რუსების 18 დრონიდან 17 გაანადგურეს

უკრაინელებმა 4 ოლქში რუსების 18 დრონიდან 17 გაანადგურეს, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა უკრაინას წუხელ Shahed-131/136 ტიპის 18 დრონით და „ისკანდერ-მ“ ბალისტიკური რაკეტებით შეუტიეს, საიდანაც უკრაინელებმა 17 დრონი გაანადგურეს.

ამასთან, დრონები ნიკოლაევის, ხერსონის, ზაპოროჟიესა და ხმელნიცკის ოლქებში ჩამოაგდეს.

გავრცელებული ინფორმაციით, რუსებმა რაკეტები რუსეთის ქალაქ ტაგანროგის ტერიტორიიდან გაუშვეს, დრონები კი – ქალაქ პრიმორსკო-ახტარსკის და დროებით ოკუპირებული ყირიმის ტერიტორიებიდან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები