უკრაინის საგარეო უწყება „სამშვიდობო გეგმის“ შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებას გამოეხმაურა
უკრაინის საგარეო უწყება „სამშვიდობო გეგმის“ შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებას გამოეხმაურა.
„ყველა ქვეყანამ, რომელიც მშვიდობის აღდგენისთვის გულწრფელად ისწრაფვის, მისი წარმატებისთვის ერთად უნდა იმუშაოს და ძალისხმევა სამიტისთვის ძირის გამოსათხრელად არ უნდა მიმართოს.
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლის სამიტში მონაწილეობა შეიძლება კარგი შესაძლებლობა იყოს უკრაინაში სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის მიღწევასა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაში პრაქტიკული წვლილის შეტანისთვის“, – ნათქვამია განცხადებაში.
ამასთან, უკრაინის საგარეო უწყება აღნიშნავს, რომ ჩინეთი მშვიდობისთვის მთელი ძალით ბრძოლის მზადყოფნას აცხადებს.
ინფორმაციისთვის,, ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვანგ იიმ თურქ კოლეგასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ჩინეთისა და ბრაზილიის „სამშვიდობო გეგმას“ მხარს 26 ქვეყანა უჭერს და უკრაინამ და რუსეთმა ცალ-ცალკე ამ გეგმის პრინციპების „შინაარსის უმეტესი ნაწილი დაადასტურეს“.