უკრაინელებმა რუსების 27 დრონიდან 22 ჩამოაგდეს

უკრაინელებმა რუსების 27 დრონიდან 22 ჩამოაგდეს, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მედიის ცნობით, რუსული ძალები წუხელ უკრაინას „შაჰედის“ ტიპის 27 დრონით დაესხნენ თავს.

„საზენიტო ბრძოლის შედეგად განადგურდა 22 „შაჰედი“ ნიკოლაევის, ხერსონის, დნეპროპეტროვსკის, სუმისა და პოლტავას ოლქებში“, – აცხადებენ უკრაინის საჰაერო ძალებში.

მათი ინფორმაციით, რუსებმა დრონები დროებით ოკუპირებული ყირიმიდან და რუსეთის ქალაქ კურსკის ტერიტორიიდან გაუშვეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები