2024 წლის 14 ნოემბრიდან 19 დეკემბრის ჩათვლით საქართველოში  მოსახლეობის და სოფლის მეურნეობის საყოველთაო აღწერაა დაგეგმილი

საქსტატის აღმასრულებელი დირექტორის, გოგიტა თოდრაძის თქმით, 2024 წლის 14 ნოემბრიდან 19 დეკემბრის ჩათვლით საქართველოში  მოსახლეობის და სოფლის მეურნეობის საყოველთაო აღწერაა დაგეგმილი.

ამის შესახებ თოდრაძემ ბრიფინგზე ისაუბრა.

“აღწერა ტარდება ორ ეტაპად. პირველ ეტაპზე, 14 ნოემბრიდან 23 ნოემბრის ჩათვლით, მონაცემები შეგროვდება თვითრეგისტრაციის მეთოდის გამოყენებით. ეს გულისხმობს იმას, რომ მომხმარებელს შეეძლება შევიდეს ჩვენს ვებგვერდზე და დაარეგისტრიროს კითხვარით გათვალისწინებული ინფორმაცია. მეორე ეტაპზე, რომელიც ჩატარდება 29 ნოემბრიდან 19 დეკემბრის ჩათვლით, მონაცემები შეგროვდება პლანშეტური კომპიუტერის გამოყენებით”, – განმარტა თოდრაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები