უახლოესი საათების განმავლობაში 4 ივნისის ღამის ჩათვლით შესაძლებელია წვიმა, ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება – გარემოს სააგენტოს გაფრთხილება
გარემოს ეროვნული სააგენტო უახლოესი საათების განმავლობაში ამინდის მოსალოდნელი გაუარესების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 3 ივნისს, უახლოესი საათების განმავლობაში 4 ივნისის ღამის ჩათვლით შიდა ქართლში, ქვემო ქართლში, კახეთში, კავკასიონის ქედის მთიან და მაღალმთიან რაიონებში ზოგან შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა, ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება.
„მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ- ღვარცოფული პროცესების ჩასახვა- გააქტიურება გამოიწვიოს. (საფრთხის დონე დაბალი)“, – ნათქვამია განცხადებაში.