“გიორგი გახარიას პარტიის განცხადება არის პოლიტიკური ფანდი; ეს არის შეთანხმებული რადიკალურ ოპოზიციასა და “ნაციონალურ მოძრაობასთან” – თალაკვაძე

“რეალურად, გიორგი გახარიას პარტიის განცხადება არის პოლიტიკური ფანდი. ეს არის შეთანხმებული რადიკალურ ოპოზიციასა და “ნაციონალურ მოძრაობასთან”, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცესპიკერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

“მათი განცხადება, რომ ნახევრად უერთდებიან ქარტიას, ემსახურება ერთადერთს, რომ მათ არ წაართვან “ნაციონალურ მოძრაობას” ამომრჩევლები და იმუშაონ მხოლოდ და მხოლოდ გადაუწყვეტელ ელექტორატზე.

როგორც ჩანს, ქარტიის გარშემო სამი ჯგუფი ჩამოყალიბდება: “ერთქარტიულები”, “ნახევრადქარტიულები” და ისინი, რომლებმაც საერთოდ ვერ გაიგეს ეს ქარტია. არავინ უნდა იფიქროს, რომ გახარიას პარტიას რაიმე განსხვავებული პოზიცია აქვს ქარტიასთან დაკავშირებით”, – აღნიშნა თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები