შსს-ს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით 1979 წელს დაბადებული იგორ პ. ბორჯომში დააკავეს.
სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულს სკაიპით გაცნობილმა მეგობარმა საფრანგეთიდან გამოუგზავნა წერილი, რომელშიც ნარკოტიკული საშუალება იყო მოთავსებული.
აღნიშნული წერილი ნარკოტიკული საშუალება „ფენტანილით“ იგორ პ-მ საქართველოს ფოსტის ბორჯომის ფილიალში მიიღო.
სამართალდამცველებმა იგორ პ-ს პირადი ჩხრეკისას 0,0165 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ფენტანილი“ ამოიღეს. დაკავებული აღიარებს დანაშაულს. გამოძიება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).
[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=QE-yAxl3zI0&feature=youtu.be” width=”560″ height=”315″]