ბაიდენმა ღაზაში ომის დასასრულებლად სამეტაპიანი გეგმა წარადგინა

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ღაზაში ომის დასასრულებლად სამეტაპიანი გეგმა წარადგინა.

მისი თქმით, პირველი ეტაპი ექვსკვირიანი ცეცხლის შეწყვეტას გულისხმობს, რომლის დროსაც ისრაელის თავდაცვის ძალები ღაზის დასახლებულ პუნქტებს დატოვებენ, ის ასევე, რიგ მძევალთა გათავისუფლების სანაცვლოდ ასობით პალესტინელი პატიმრის გათავისუფლებას მოიცავს.

თეთრი სახლის ლიდერის ინფორმაციით, მეორე ფაზაში პალესტინელი მოქალაქეები ღაზაში თავიანთ სახლებს დაუბრუნდებიან და გაზრდილ ჰუმანიტარულ დახმარებას მიიღებენ.

რაც შეეხება მესამე ფაზას, ბაიდენის თქმით, ეს უკანასკნელი ღაზის მსხვილმასშტაბიანი აღდგენის გეგმას და მოკლული მძევლების ყველა ცხედრის ოჯახებისთვის დაბრუნებას მოიცავს.

„მოვუწოდებ ისრაელის ლიდერებს, რომ ნებისმიერი ზეწოლის მიუხედავად, მხარი დაუჭირონ ამ შეთავაზებას“, – განაცხადა შეერთებული შტატების პრეზიდენტმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები