ლიეტუვის პრემიერ-მინისტრი: საჭიროების შემთხვევაში, უკრაინაში სამხედრო ინსტრუქტორებს გავგზავნით
”საჭიროების შემთხვევაში, ლიეტუვა თავის პარტნიორებთან ერთად, უკრაინაში სამხედრო ინსტრუქტორებს გაგზავნის“, – ამის შესახებ ლიეტუვის პრემიერ-მინისტრმა, ინგრიდა შიმონიტემ Bloomberg-თან ინტერვიუში განაცხადა.
ინგრიდა შიმონიტეს თქმით, ქვეყანას უკრაინასთან დიდი ხნის თანამშრომლობა აკავშირებს, რომლის ფარგლებში უკრაინელ სამხედროებს, ომის დაწყებამდე, მესამე ქვეყნის ტერიტორიებზე წვრთნიდნენ.
„ომის დაწყებამდე სამხედროებს ვამზადებდით მესამე ქვეყნებში, საჭიროების შემთხვევაში, უკრაინაშიც მოვამზადებთ, სხვა ქვეყნებთან თანამშრომლობით, რომლებსაც, ასევე სურთ ამის გაკეთება“, – განაცხადა ინგრიდა შიმონიტემ.
ინფორმაციისთვის, ლიეტუვის მედია წერს, რომ ქვეყნის პოლიტიკოსები მხარს უჭერენ საფრანგეთის პრეზიდენტის ინიციატივას უკრაინაში სამხედრო ინსტრუქტორების გაგზავნის შესახებ, თუმცა, რამდენჯერმე დაადასტურეს, რომ ეს მხოლოდ სასწავლო მისიებს ეხება.