ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაადასტურა, რომ აშშ-მა უკრაინას რუსეთზე დარტყმების განხორციელების ნებართვა მისცა
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაადასტურა მედიაში გავრცელებული ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ შეერთებულმა შტატებმა უკრაინას რუსეთზე დარტყმების განხორციელების ნებართვა მისცა, – ამის შესახებ მან სტოკჰოლმში პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ჩემმა სამხედროებმა დილით მაცნობეს, რომ ასეთი შეტყობინება ამერიკული მხარისგან მიიღეს.
ვფიქრობ, ნებისმიერ შემთხვევაში, ეს არის წინ გადადგმული ნაბიჯი იმ მიზნისკენ, რომელზეც ადრე ვისაუბრეთ, რათა შესაძლებელი გახდეს ჩვენი ხალხის დაცვა“, – განაცხადა ზელენსკიმ.