რუსეთის ტყვეობიდან 75 უკრაინელი გაათავისუფლეს
რუსეთის ტყვეობიდან 75 უკრაინელი გაათავისუფლეს, – ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
„მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩვენ არ შეგვიწყვეტია მუშაობა, რათა თითოეული ჩვენი მოქალაქე რუსული ტყვეობიდან სახლში დაგვებრუნებინა და დღეს გვაქვს მნიშვნელოვანი შედეგი: ჩვენი ხალხიდან კიდევ 75 ადამიანი დაბრუნდა უკრაინაში – ისინი უკვე მშობლიურ მიწაზე არიან.
ყველა უკრაინელის სიცოცხლე უმაღლესი ღირებულებაა, ჩვენ ვმუშაობთ უკრაინის პრეზიდენტის მითითებების შესასრულებლად და ტყვეობიდან ყველა უკრაინელის დასაბრუნებლად“, – აცხადებენ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში.
ინფორმაციისთვის, გათავისუფლებულ დამცველებს შორის 70 კაცი და ხუთი ქალია.