Reuters: სტოლტენბერგი მოკავშირეებს უკრაინის სამხედრო დაფინანსებისთვის €40 მილიარდის გამოყოფას სთხოვს

NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი მოკავშირეებს ყოველწლიურად მინიმუმ €40 მილიარდის გამოყოფას სთხოვს, რაც უკრაინის სამხედრო დახმარების დაფინანსებას მოხმარდება – ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ალიანსის წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

თავად სტოლტენბერგს სამხედრო დახმარების მოცულობა ამ დრომდე საჯაროდ არ გაუჟღერებია, თუმცა NATO-ს ოფიციალური წარმომადგენლები საუბრობდნენ დაფინანსების ვერსიაზე.

NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტრები ამ საკითხზე მოლაპარაკებებს პრაღაში 31 მაისს გამართავენ.
მედიის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეები უკრაინის დახმარების პაკეტის დეტალებზე კონცენტრირდებიან, მისი საბოლოო ვერსია კი კენჭისყრისთვის NATO-ს ვაშინგტონის სამიტზე 9-11 ივლისს წარდგება.

წყაროს თქმით, უკრაინის დახმარების ამჟამინდელი დონე NATO-მ მინიმალურ ზღვრად უნდა დაისახოს და გაამართლოს უკრაინის პროგნოზები, ვიდრე მას ეს სჭირდება
ამასთან, სტოლტენბერგმა მოკავშირეებს უკრაინისთვის საერთაშორისო სამხედრო დახმარების NATO-ს მიერ კოორდინირება შესთავაზა, რაც ალიანსს რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ ომში უფრო უშუალო როლს მიანიჭებდა.
აღსანიშნავია, რომ 30 მაისს განცხადება მოსკოვმაც გაავრცელა და აშშ, NATO და ზოგიერთი ევროპული ქვეყანა კიევის “უაზრო ომის” წახალისებაში დაადანაშაულა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები