კიევში, სარაკეტო იერიშის შედეგად, ხანძარი გაჩნდა
კიევში, რუსების მიერ განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის შედეგად ხანძარი გაჩნდა და ექვსი ავტომობილი, საწყობი და ავტოსამრეცხაო დაზიანდა, – ინფორმაციას უკრაინული მედია კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათი ცნობით, ხანძარმა დაახლოებით 120 კვადრატული მეტრი ფართობი მოიცვა.
„დაშავებულების ან დაღუპულების შესახებ ინფორმაცია ჯერ არ ვრცელდება“, – განაცხადეს უწყებაში.
გავრცელებული ინფორმაციით, რუსებმა დედაქალაქ კურსკის ოლქიდან, „ისკანდერის“ რაკეტით დაარტყეს.
„ჩვენმა მცველებმა კიევის ოლქში „ისკანდერ-კ“ გაანადგურეს. დნეპროპეტროვსკის, ზაპოროჟიესა და კიევის ოლქებში, რუსეთის მიერ გაშვებული ყველა დრონი განადგურდა”, – აცხადებენ უკრაინის საჰაერო ძალებში.