ჩინეთის ელჩი: უვიზო მიმოსვლაზე შეთანხმებამ აჩვენა, რამდენად მნიშვნელოვანია ჩინეთსა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობა

უვიზო მიმოსვლაზე შეთანხმებამ, რომელიც ძალაში შევიდა, აჩვენა, რამდენად მნიშვნელოვანია ჩინეთსა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც გასულ წელს ჩამოყალიბდა, – ამის შესახებ საქართველოში ჩინეთის ელჩმა, ჭოუ ციენმა განაცხადა.

როგორც ელჩმა აღნიშნა, შეთანხმებამ ასევე აჩვენა, რომ საქართველოს და ჩინეთის სტრატეგიული პარტნიორობა დაფუძნებულია ორმხრივ პატივისცემაზე.

„გასულ წელს საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გადაწყვიტა უვიზო მიმოსვლის ცალმხრივად დაწესება ჩინეთის მოქალაქეებისთვის. შემდეგ გადავწყვიტეთ, საპასუხოდ რაიმე მოგვემოქმედებინა. მოხარული ვარ, რომ ორივე მხარის ძალისხმევით განვახორციელეთ ეს შეთანხმება“, – განაცხადა ელჩმა.

შეგახსენებთ, საქართველოს მთავრობასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობებს შორის უვიზო მიმოსვლის ამოქმედების შემდეგ თბილისი-ურუმჩის მიმართულებით პირდაპირი ავიარეისი შესრულდა, რომელმაც პირველი უვიზო მგზავრები გადაიყვანა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები