“მე ყოველთვის მივესალმები ნებისმიერ იდეას, რომელიც ხელს შეუწყობს საზოგადოების  მობილიზებას წინასაარჩევნოდ და არ დააგდებს საზოგადოებაში არსებულ პოლიტიკურ მუხტს” – სააკაშვილი

“მე ყოველთვის მივესალმები ნებისმიერ იდეას, მათ შორის, ,,რეფერენდუმის”(კაზუისტიკაში ნუ შევალთ), რომელიც პოლიტიკურად გაააქტიურებს საზოგადოებას, ხელს შეუწყობს მის მობილიზებას წინასაარჩევნო პერიოდში და არ დააგდებს საზოგადოებაში არსებულ პოლიტიკურ მუხტს”, – წერს მსჯავრდებული ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში.

“ჩემი აზრით, პრეზიდენტის მიერ შემოთავაზებული “რეფერენდუმისათვის” ხელმოწერების შეგროვების პროცესი (დამოუკიდებლად იმისა, გამოცხადდება თუ არა საბოლოოდ “რეფერენდუმი”) უნდა გამოვიყენოთ, როგორც ერთ-ერთი თავისთავად კარგი მექანიზმი, რომელიც ლიდერებს და აქტივისტებს მოსახლეობასთან აქტიური კონტაქტის საშუალებას მისცემს.

საჭიროა მრავალმხრივი, ძლიერი აქტივობები და მოქმედებები, ძალიან კარგი ორგანიზება და კოორდინაცია”, – აღნიშნავს სააკაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები