რუსეთი უკრაინას Tu-95MS სტრატეგიული ბომბდამშენების რაკეტებით დაესხა თავს

რუსეთი უკრაინას Tu-95MS ტიპის სტრატეგიული ბომბდამშენების ფრთოსანი რაკეტებით დაესხა თავს, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, ხმელნიცკის ოლქში აფეთქებების ხმები ისმოდა და ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო თავდასხმის მაუწყებელი განგაში გამოცხადდა.

ამასთან, შემთხვევამდე უკრაინის საჰაერო ძალებმა განაცხადეს, რომ რუსეთში, მურმანსკის ოლქის ოლენიას აეროდრომიდან Tu-95MS ტიპის 4 თვითმფრინავი აფრინდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები