ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: გაერო-ს წესდების 51-ე მუხლის შესაბამისად უკრაინას თავდაცვის უფლება აქვს
გაერო-ს წესდების 51-ე მუხლის შესაბამისად უკრაინას თავდაცვის უფლება აქვს, ეს აგრესორის ტერიტორიაზე მდებარე სამხედრო ობიექტებზე დარტყმებს გულისხმობს, – ამის შესახებ ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ელინა ვალტონენმა განაცხადა.
როგორც ელინა ვალტონენმა აღნიშნა, ფინეთს უკრაინისთვის გადაცემულ მატერიალურ დახმარებაზე კონკრეტული შეზღუდვები არ დაუწესებია.
„ფინეთს უკრაინისთვის გადაცემულ მატერიალურ დახმარებაზე რაიმე სახის კონკრეტული შეზღუდვა არ დაუწესებია, მაგრამ ვარაუდობს, რომ დახმარება საერთაშორისო სამართლის შესაბამისად იქნება გამოყენებული“, – განაცხადა ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
ამასთან, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ უკრაინას რუსეთის ტერიტორიაზე იარაღის გამოყენების უფლება გაერო-ს წესდების 51-ე მუხლის შესაბამისად აქვს.
„რუსეთი უკრაინაში უკანონო დაპყრობით აწარმოებს ომს და გაერო-ს წესდების 51-ე მუხლის შესაბამისად უკრაინას თავდაცვის უფლება აქვს. ეს უფლება აგრესორის ტერიტორიაზე მდებარე სამხედრო ობიექტებზე დარტყმებს გულისხმობს, რაც თავდაცვისთვის აუცილებელია“, – დასძინა მან.