უკრაინამ და პორტუგალიამ უსაფრთხოების ორმხრივ შეთანხმებას მოაწერეს ხელი.
აღნიშნული შეთანხმება ლისაბონში უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკისა და პორტუგალიის პრემიერ-მინისტრს, ლუის მონტენეგროს შორის გაფორმდა.
შეთანხმება ამაგრებს პორტუგალიის ვალდებულებას მხარი დაუჭიროს უკრაინას მისი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაში, ამასთან, შეთანხმების თანახმად, პორტუგალია უკრაინას მიმდინარე წელს, სულ მცირე, 126 მილიონი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარებას გაუწევს.
„უკრაინა და პორტუგალია კოორდინაციას მოახდენენ და განაგრძობენ ერთობლივ ძალისხმევას ჩვენი ქვეყნის მხარდასაჭერად ნატო-ში გაწევრიანების გზაზე“, – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ინფორმაციისთვის, პორტუგალია რიგით მე-12 ქვეყანაა, რომელმაც უკრაინასთან ორმხრივ უსაფრთხოების შეთანხმებას მოაწერა ხელი.