შვედეთში 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა (ვიდეო)
შვედეთში 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.
ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს დიპლომატიური მისიები სოციალურ ქსელში ავრცელებს და შესაბამის ვიდეომასალას აქვეყნებს.
26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა. 1918 წლის 26 მაისს, საქართველოს ეროვნულმა საბჭომ, თბილისში, სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი მიიღო და რუსეთის იმპერიისგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა.