ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ქართველ კოლეგას, ილია დარჩიაშვილს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ვანგ ი ილია დარჩიაშვილს მისალოც წერილს უგზავნის და იმედს გამოთქვამს, რომ ორ ქვეყანას შორის ნაყოფიერი ურთიერთობები მომავალშიც სტაბილურად განვითარდება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
„გასულ წელს ჩვენს ქვეყნებს შორის სტრატეგიული პარტნიორობა დამყარდა. მზად ვართ ვიმუშაოთ ორი ქვეყნის ლიდერებს შორის მიღწეული კონსენსუსის კიდევ უფრო განსამტკიცებლად და ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობებში უფრო ხელშესახები პროგრესის მისაღწევად“, – ნათქვამია ჩინეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის წერილში.