ბრაზილიაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღინიშნა (ვიდეო)

ბრაზილიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, საქართველოს დამოუკიდებლობისადმი აღსანიშნავი ღონისძიება გაიმართა, რომელსაც ბრაზილიის საგარეო საქმეთა სამინისტროს, სახელმწიფო სხვადასხვა უწყებების, აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, აკადემიური, ბიზნეს წრეებისა და მასმედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს დიპლომატიური მისიები სოციალურ ქსელში ავრცელებს და შესაბამის ვიდეომასალას აქვეყნებს.

26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა. 1918 წლის 26 მაისს, საქართველოს ეროვნულმა საბჭომ, თბილისში, სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი მიიღო და რუსეთის იმპერიისგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები