საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ლიეტუვის უდიდესი ქალაქების სხვადასხვა ღირსშესანიშნაობები საქართველოს სახელმწიფო დროშის ფერებში განათდა

საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ლიეტუვის უდიდესი ქალაქების სხვადასხვა ღირსშესანიშნაობები საქართველოს სახელმწიფო დროშის ფერებში განათდა.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს დიპლომატიური მისიები სოციალურ ქსელში ავრცელებს და შესაბამის ფოტომასალას აქვეყნებს.

მათივე ცნობით, საქართველოს სახელმწიფო დროშის ფერებში ვილნიუსის სამი ისტორიული ხიდი, კაუნასის ცენტრალურ ხეივანზე მდებარე შადრევანი და კლაიპედის ძველი მერიის შენობა განათდა.

26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა. 1918 წლის 26 მაისს, საქართველოს ეროვნულმა საბჭომ, თბილისში, სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი მიიღო და რუსეთის იმპერიისგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები