ნიუ-იორკში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, თაიმსქვერის ბილბორდზე საქართველოს დროშა გამოისახა
საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ნიუ-იორკში, თაიმსქვერის ბილბორდზე საქართველოს დროშა გამოისახა.
ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს დიპლომატიური მისიები სოციალურ ქსელში ავრცელებს და შესაბამის ფოტომასალას აქვეყნებს.
26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა. 1918 წლის 26 მაისს, საქართველოს ეროვნულმა საბჭომ, თბილისში, სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი მიიღო და რუსეთის იმპერიისგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა.