26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, სან-ფრანცისკოში, მერიის შენობაზე ქართული დროშა აღიმართა
26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, ქ. სან-ფრანცისკოში, მერიის შენობაზე აღიმართა ქართული დროშა.
ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს დიპლომატიური მისიები სოციალურ ქსელში ავრცელებს და შესაბამის ფოტომასალას აქვეყნებს.
26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა. 1918 წლის 26 მაისს, საქართველოს ეროვნულმა საბჭომ, თბილისში, სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი მიიღო და რუსეთის იმპერიისგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა.