საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, ანკარის ერთ-ერთი სიმბოლო – „ტყუპებად“ წოდებული თურქეთის პალატებისა და ბირჟების გაერთიანების „TOBB“ შენობა საქართველოს დროშის ფერებით განათდა
ქ. ანკარაში საქართველოს საელჩოს ინიციატივითა და თურქეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, 26 მაისს, საქართველოს დროშის ფერებით განათდა ანკარის ერთ-ერთი სიმბოლო – „ტყუპებად“ წოდებული თურქეთის პალატებისა და ბირჟების გაერთიანების „TOBB“ შენობა.
ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს დიპლომატიური მისიები სოციალურ ქსელში ავრცელებს და შესაბამის ფოტომასალას აქვეყნებს.
26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა. 1918 წლის 26 მაისს, საქართველოს ეროვნულმა საბჭომ, თბილისში, სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი მიიღო და რუსეთის იმპერიისგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა.