დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, თესალონიკის სანაპიროზე მდებარე ქოლგები საქართველოს დროშის ფერებში განათდა
საბერძნეთში, ქალაქ თესალონიკში საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს დროშის ფერებში განათდა თესალონიკის სანაპიროზე მდებარე თესალონიკის ქოლგები.
ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს დიპლომატიური მისიები სოციალურ ქსელში ავრცელებს და შესაბამის ფოტომასალას აქვეყნებს.
26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა. 1918 წლის 26 მაისს, საქართველოს ეროვნულმა საბჭომ, თბილისში, სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი მიიღო და რუსეთის იმპერიისგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა.