გერმანიამ უკრაინას Leopard-ის ტიპის 10 ტანკი და სამი Himars-ი გადასცა
გერმანიამ უკრაინას სამხედრო დახმარების მორიგი პაკეტი გაუგზავნა.
გერმანიის მთავრობის საიტზე განთავსებულ ინფორმაციაშია ნათქვამია, რომ კიევისთვის გადაცემულია: HIMARS-ის 3 რეაქტიული სისტემა;
Leopard 1A5-ის ტიპის მოძველებული 10 ტანკი;
155-მმ საარტილერიო საბრძოლო მასალა;
20 სადაზვერვო დრონი VECTOR-ი და 34 – RQ-35 HEIDRUN;
ერთი ხიდის დამგები ტანკი BIBER;
ერთი საინჟინრო ტანკი DACHS;
ერთი ჯავშანსაევაკუაციო მანქანა;
ოთხი გამნაღმველი ტანკი და ორი ნაღმის სისტემა;
16 Mercedes-Benz Zetros მარკის სატვირთო მანქანა.
ასევე, გერმანიამ გამოყო 540 ავტომატი; 200-მდე თოფი და თითქმის 2 მილიონი ვაზნა.