Politico: ევროკავშირი უკრაინისა და მოლდოვის მიღებაზე მოლაპარაკებებს ივნისში დაიწყებს
ევროკავშირის ქვეყნები ორგანიზაციის შემადგენლობაში მოლდოვის და უკრაინის მიღებაზე მოლაპარაკებებს 25 ივნისს დაიწყებენ.
ამის შესახებ Politico ხუთ ევროპელ დიპლომატზე დაყრდნობით წერს.
გამოცემის ცნობით, ასეთი სურვილი ქვეყნებმა ჯერ კიდევ 2023 წლის დეკემბერში დააფიქსირეს, თუმცა, გადაწყვეტილება უნგრეთთან უთანხმოების, ასევე, საშიშროების გამო იყო გადადებული, რომ ევროკავშირის გაფართოების საკითხი ევროპარლამენტის 6-9 ივნისის არჩევნებში გახდებოდა საკვანძო თემა.