გურამ მაჭარაშვილი: არ მგონია, რომ ვენეციის კომისიას სამართლებრივი შენიშვნები ჰქონდეს იმ კანონზე, რომლის მსგავსიც უკვე არსებობს ამერიკაშიც, კანადაშიც, ევროპარლამენტში

ევროპის საბჭოს საკონსულტაციო ორგანომ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით მოსაზრება უახლოეს დღეებში უნდა გამოაქვეყნოს.

მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ვენეციის კომისიას სამართლებრივი შენიშვნები ვერ ექნება იმ კანონზე, რომლის მსგავსიც, მათი განმარტებით, ბევრ ქვეყანაში უკვე არსებობს.

“კანონში ერთადერთი სამართლებრივი მოდელი რაც არის, ესაა რეგისტრაცია იმ პირების, რასაც ჰქვია ენჯეო და ტელეკომპანიები, რომელთა 20%-ზე მეტი უცხოური ძალისგან ფინანსდება. ეს არის არსი ამ კანონპროექტის. სამართლებრივი შენიშვნები რა შეიძლება ჰქონდეთ, მით უმეტეს იმ ფონზე, როდესაც ევროპის კონსტიტუცია, ევროპარლამენტი იხილავს უკვე ამ კანონპროექტს. არ მგონია, რომ ვენეციის კომისიას სამართლებრივი შენიშვნები ჰქონდეს იმ კანონზე, რომლის მსგავსიც უკვე არსებობს ამერიკაშიც, კანადაშიც, ევროპარლამენტში,” – განაცხადა “ხალხის ძალის” დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები