გიორგი კახიანი: რთულად წარმოსადგენია, რა არგუმენტი შეიძლება, არსებობდეს გამჭვირვალეობის შესახებ, მაგრამ დაველოდებით ვენეციის კომისიის დასკვნას
დაველოდებით ვენეციის კომისიის დასკვნას, თუ წავიკითხავთ რაიმე სამართლებრივ არგუმენტს, სერიოზულად დავფიქრდებით, ვიმსჯელებთ და შესაძლოა, გავითვალისწინოთ კიდეც, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერი გიორგი კახიანმა განაცხადა.
კახიანის განმარტებით, ვენეციის კომისიის დასკვნაში თუ იქნება სამართლებრივ არგუმენტები, მმართველ გუნდში იმსჯელებენ და შესაძლოა, გავითვალისწინოთ კიდეც.
„ვენეციის კომისიის დასკვნას ველოდებით, წინ არის პრეზიდენტის ვეტო. დისკუსიაში თუ უნდა ვინმეს შემოსვლა, ამისთვის მზად ვართ. თუ რაიმე სამართლებრივი არგუმენტებია, წარმოადგინონ. ვენეციის კომისიის დასკვნას ძალიან ყურადღებით გავეცნობით, რადგან მართლა მაინტერესებს, სამართლებრივად რა არგუმენტი და შენიშვნა შეიძლება, არსებობდეს. რთულად წარმოსადგენია, რა არგუმენტი შეიძლება, არსებობდეს გამჭვირვალეობის შესახებ. დასკვნაში რაიმე სამართლებრივ არგუმენტს თუ წავიკითხავთ, ამაზე სერიოზულად დავფიქრდებით, ვიმსჯელებთ და შესაძლოა, გავითვალისწინოთ კიდეც. მანამდე მზად ვართ დისკუსიისთვის. სამწუხაროა, რომ არგუმენტები აქამდე ვერ ვნახეთ“, – განაცხადა კახიანმა.
ცნობისთვის, ვენეციის კომისია „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით დასკვნას მომდევნო კვირაში გამოაქვეყნებს.